пятница, 11 июля 2014 г.
ფრინველები
მერცხალი და ბეღურა
საქართველოს ფარგლებში სოფლის მერცხალი გვხვდება ყველგან, როგორც მობუდარი ფრინველი. მრავლად მოიპოვება მიმოფრენის პერიოდში. ვერტიკალურად ვრცელდება 3 000 მ-მდე.
სოფლის მერცხალი ბინადრობს ადამიანის საცხოვრებელში. ბუდეს იკეთებს სახლის აივანზე, ბოსელში, ოთახში, ყველგან, სადაც კი ადამიანი ცხოვრობს. დებს 4-7 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 14 დღემდე. ზოგჯერ წლის განმავლობაში მრავლდება ორჯერ. ძირითად საკვებს შეადგენენ მწერები, რომელთაც იჭერს ფრენის დროს.
მავნე მწერების მასობრივად განადგურებით, სოფლის მერცხალს სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს.
ცნობილია სოფლის მერცხლის რიგი ქვესახეები, რომელთაგან საქართველოში მოიპოვება ევროპული სოფლის მერცხალი.
ბეღურა, ფრინველების გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. იკვებებიან მარცვლეულით, ჩვილ ბარტყებს მწერებით კვებავენ. გვარში გაერთიანებულია 16 სახეობა. დასახლებულ პუნქტებში გავრცელებულია სახლის ბეღურა რომელიც ზოგან, გარკვეულ ზიანს აყენებს მარცვლეულ კულტურებს, გადააქვს სხვადასხვა მავნებლები და შინაური ფრინველების დაავადების გამომწვევნი.ფართოდაა გავრცელებული მინდვრის ბეღურა . იკვებება უმთავრესად მწერებით და სარეველების თესლით, რითაც საკმაო სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის, თუმცა ზოგჯერ მარცვლეულის ნათესებსაც აზიანებს. შუა შუა აზიაში დიდი რაოდენობითაა ესპანური ანუ შავგული ბეღურა ,რომელიც ამიერკავკასიაშიც გვხვდება.
რა აქვთ საერთო მერცხ ალსა და ბეღურას?
მერცხალი და ბეღურა ტოლი ზ ომის ფრინ ველები არიან, ორივენი მწერებით იკვ ებებიან,ამით სასარგებლონი არიან ბუნებისათვის, სოფლის მეურნეობისათვის.
ტოროლა
ტოროლასებრნი ბინადრობენ ყანაში, მინდორში, მთის ველზე და სხვა. ბუდობენ მიწაზე, დებენ 3-5 (8-მდე) კვერცხს, კრუხობს დედალი 12-16 დღე-ღამე. იკვებებიან მარცვლოვნებითა და მწერებით.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий